fbpx
საბერძნეთი

ამინდის საგანგებო პროგნოზი – ძლიერი კლიმატური ფენომენი ხვალიდან საბერძნეთში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ამინდის საგანგებო პროგნოზს ავრცელებს და ძლიერი კლიმატური ფენომენის შესახებ იუწყება.

კერძოდ, ფენომენი ხვალიდან გააქტიურდება და გამოიწვევს ძლიერ წვიმას, ჭექა-ქუხილსა და ქარიშხალს. პარასკევს დილიდან შაბათის შუადღემდე იწვიმებს იონიის კუნძულებზე, იპიროში, დასავლეთ სტერეასა და დასავლეთ პელოპონისოში.

პარასკევს შუადღის საათებიდან შაბათს დილამდე იწვიმებს აღმოსავლეთ მაკედონიაში, თრაკიში, შესაძლოა ცენტრალურ მაკედონიაშიც.

ხვალ დილიდან შაბათს გვიან ღამემდე იწვიმებს აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე და დოდეკანესის კუნძულებზე, ასევე კიკლადებსა და კრეტაზე.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, ხვალ მოსალოდნელია პერიოდული წვიმა, ზეგისთვის კი, ფენომენი ბევრად გააქტიურდება.

onalem

ტესტ