fbpx
საქართველოს საელჩოს სიახლეები საბერძნეთში

ათენში საქართველოს საელჩოს განცხადება 4-5 დეკემბრისთვის დაგეგმილი ღონისძიების შესახებ

ძვირფასო თანამემამულეებო,

🎄 2021 წლის 4 და 5 დეკემბერს, ათენში, „ამაქსოსტასიოს“ ღია სივრცეში, გაიმართება ყოველწლიური საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვა.

საელჩო, ტრადიციულად, კვლავაც მიიღებს მონაწილეობას ამ ღონისძიებაში და ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება საბერძნეთში მცხოვრები ქართველების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები, ქართული ღვინო, ასევე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი მასალა 🍷🛍📚

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქორეოგრაფიული ანსამბლები:
🔸 ათენის კულტურის ცენტრი ,,კავკასიის” (შაბათს, 4 დეკემბერს, 11.30 საათზე)
🔸 ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციის (კვირას, 5 დეკემბერს, 14.00 საათზე).

მისამართი: ათენი, „ამაქსოსტასიო“ (ΑΜΑΞΟΣΤΑΣΙΟ, Πειραιώς και Ερμού, Αθήνα 105 53).

🌲 ორდღიანი გამოფენა-გაყიდვა დაიწყება 10.00 საათზე და გაგრძელდება 20.00 საათამდე.

დასწრება უფასოა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ როგორც მონაწილეებისთვის, ისე სტუმრებისთვის, აუცილებელია აცრის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა.

4 წლიდან 17 წლამდე მოზარდებმა უნდა წარადგინონ სწრაფი (სელფ-ტესტი) ან rapid ტესტების პასუხი.

onalem

ტესტ