fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ტავერნის მეპატრონემ პატარა გოგონა სიკვდილს გადაარჩინა – ბავშვი საჭმლისგან იხრჩობოდა

კუნძულ კრეტადან ვრცელება ვიდეო, თუ როგორ გადაარჩინა ტავერნის მეპატრონემ მცირეწლოვანი გოგონა, რომელიც მაგიდასთან მშობლებთან ერთად იჯდა და მიირთმევდა.

როგორც კადრებიდან ჩანს, ბავშვი რაღაც მომენტში ვეღარ სუნთქავდა, ხოლო მშობლებმა, აღმოჩნდა, რომ პირველადი დახმარების გაწევის წესები არ იცოდნენ. ეს იყო შემთხვევა, როდესაც ადამიანის სიცოცხლისთვის რამდენიმე წამსაც კი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ინციდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუცილებელია ყველა ადამიანმა იცოდეს, როგორ უნდა დაეხმაროს სხვას, თუკი საკვები გადასცდება და ეს სასუნთქი გზების გადაკეტვას გამოიწვევს.

საბედნიეროდ, მამაკაცის წყალობით, ბავშვი ცოცხალი და უვნებელია.

onalem

ტესტ