fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! გადაადგილებისას SMS-ის ორჯერ გაგზავნა არ იქნება დასაშვები – იზრდება დაჯარიმების შანსი

საბერძნეთის ციფრული პოლიტიკის მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სულ მალე ამუშავდება პროგრამა, რომელიც “გამოთვლის” დროს, თუ რამდენი ხნის წინ არის გაგზავნილი SMS 13033-ზე.

როგორც უკვე ცნობილია, საყიდლებზე წასვლისას გაგზავნილი SMS ძალაშია მხოლოდ ორი საათის მანძილზე. მას შემდეგ, რაც ათენის ცენტრში ათასობით ადამიანი გამოვიდა, მათთვის მხოლოდ ორი საათი არ აღმოჩნდა საკმარისი და SMS-ს აგზავნიდნენ ზედიზედ რამდენჯერმე.

როგორც კირიაკოს პიერაკაკისი აცხადებს, სწორედ ამ პრობლემას მოაგვარებს პროგრამა, რომელიც გამოთვლის SMS-ის გაგზავნის დროს და მოქალაქეს, რომელიც მთავრობის “მოტყუებას” შეეცდება, უკან აღარ დაუბრუნდება პასუხი, რომლითაც გადაადგილება შეეძლება.

“შეიძლება იყოს კიდევ რამდენიმე მსგავსი პროგრამა, რომელიც დროს გამოთვლის, ამ ყველაფერს განვიხილავთ განვითარების სამინისტროსთან ერთად”, აცხადებს პიერაკაკისი.

აღნიშნულ ვითარებაში იზრდება დაჯარიმების შანსი, ვინაიდან თუკი გარეთ 2 საათზე მეტს დაჰყოფთ და მეორედ გააგზავნით SMS-ს, შემოწმების შემთხვევაში პოლიცია მარტივად ამოიცნობს თქვენს გაგზავნილ შეტყობინებებს და შესაძლოა, დაჯარიმდეთ 300€-თი.

 

onalem

ტესტ