fbpx
საზოგადოება

სათხილამუროდ წასული ახალგაზრდები, რომლებიც ზვავში მოჰყვნენ, პოლიციამ დააკავა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ ოთხი ახალგაზრდა დააკავა, რომელიც გრევენას მთებში სათხილამუროდ იყო წასული.

ირკვევა, რომ ზვავის ჩამოწოლისას ერთი მათგანი დაშავდა, რის გამოც მაშინვე საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შედეგად, პოლიციამ აღნიშნული გამოიძია და აღმოჩნდა, რომ ისინი არ იყვნენ ადგილობრივები, არამედ სახლი ჰქონდათ ნაქირავები, რომ ზამთრის კურორტით დამტკბარიყვნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ოთხივეს 300€-იანი ჯარიმები გამოეწერათ, უმიზეზო გადაადგილებისთვის.

 

onalem

ტესტ