fbpx
საზოგადოება

განგაში ათენში: 40 ინფიცირებული მოხუცთა ცენტრში – ყველა მათგანს ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული

ათენში, მარუსის მოხუცთა მოსავლელ ცენტრში, კორონავირუსი 33 მოხუცებულს და მომუშავე პერსონალის 7 წევრს დაუდგინდა.

ირკვევა, რომ საჭირო გახდა 21 მათგანის ჰოსპიტალიზაცია და ეს პროცესი უახლოეს საათებში დასრულდება.

ერთი ცენტრისთვის ამდენი შემთხვევა ნამდვილად საგანგაშოა. ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ 10 დღის წინ თითოეულმა ამ მოხუცმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

როგორც უკვე ცნობილია, საჭიროა გარკვეული დროის გასვლა, რომ ვაქცინამ ორგანიზმში იმუნიტეტი გამოიმუშავოს, ამრიგად მათი ინფიცირება ლოგიკას ექვემდებარება.

ამ დროისთვის გამოწვევად რჩება, დადგინდეს ვირუსის გავრცელების წყარო.

onalem

ტესტ