fbpx
საბერძნეთი

100 ევროიანი ჯარიმა საბერძნეთში “მუძასთვის” – მძღოლებს მანქანაში მეტი თავაზიანობა მოეთხოვებათ

როგორც ბერძნული მედია იუწყება, საბერძნეთში საგზაო წესების სიას კიდევ ერთი პუნქტი ემატება და ბერძენ მძღოლებს მეტი თავაზიანობის გამოჩენა მოუწევთ, როდესაც საჭესთან სხედან.

როგორც ირკვევა, წესდება 100 ევროიანი ჯარიმა “მუძასთვის” – ლანძღვის ცნობილი ბერძნული მეთოდისთვის. ამრიგად, ვინც მანქანიდან მეორე მძღოლს ან ქვეითად მოსიარულეს “მუძას” მეთოდით გალანძღავს, 100 ევროიანი ჯარიმა ელის, პარალელურად, ჩამოერთმევა მართვის მოწმობა და ნომრები 10 დღით.

ახალი კანონის მიხედვით, მძღოლებს მოუწევთ, რომ გაცილებით მშვიდად შეხვდნენ სხვების მიერ საგზაო წესების დარღვევას, რაც ზოგადად, ძალიან ხშირია საბერძნეთში.

ტრანსპორტის მინისტრი, კოსტას კარამანლი აცხადებს, რომ სამომავლოდ განხორციელდება კიდევ რამდენიმე ცვლილება, საგზაო ნიშნების განახლება, ტროტუარების გაფართოვება და ა.შ., რათა მაქსიმალურად დარეგულირდეს მოძრაობა და ქვეითად მოსიარულეთა სასიკეთოდ შეიცვალოს ვითარება.

onalem

ტესტ