fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ყველამ იცოდა, რომ თავისი შვილი 42 წელი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, გვემუქრებოდა, რომ საჩივარი არ შეგვეტანა” – ლარისაში მომხდარი ამბის დეტალები

ამბავი, რომელიც ლარისაში ბოლო 42 წელი ხდებოდა, ნამდვილად შემზარავია. როგორც უკვე ცნობილია, 76 წლის ქალს საკუთარი ქალიშვილი სახლში ჰყავდა გამოკეტილი და 9 წლის ასაკის შემდეგ ოთახის კედლებს გარეთ არ იყო გასული. ამ ყველაფრის შესახებ კი, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თავად მოხუცი გარდაიცვალა.

როგორც მედია იუწყება, ამ ფაქტის შესახებ იცოდნენ მეზობლებმაც, ნათესავებმაც, მაგრამ არავინ ხმას არ იღებდა. ერთ-ერთი ნათესავი ამბობს, რომ უნდოდა პოლიციაში საჩივარი შეეტანა, მაგრამ ქალი ემუქრებოდა და შეურაცხყოფას აყენებდა. მისივე თქმით, ამჟამად 51 წლის ქალს სკოლაში მხოლოდ სამი კლასი ჰქონდა დასრულებული.

რაც ყველაზე შოკისმომგვრელია, ის აცხადებს, რომ სახლში პოლიციაც მრავალჯერ იყო მისული და ოფიცრებმა კარგად იცოდნენ, რაც ადგილზე ხდებოდა.

onalem

ტესტ