fbpx
საბერძნეთი

Κιβωτού του Κοσμου – გალია, რომელშიც “რთულად აღსაზრდელ” ბავშვებს ათავსებდნენ

ბერძნული მედია ავრცელებს ე.წ. გალიის კადრებს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია, Κυβοτο του Κοσμου-ს ეკუთვნის და გამოყოფილი იყო იმ ბავშვების დასასჯელად, რომლებიც რთულად აღსაზრდელებად ითვლებოდნენ.

ამის შესახებ ჰყვება ქალი, რომლის სამი შვილიც ამ ორგანიზაციაში ცხოვრობდა და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა:

“ჩემი სამი შვილი ორგანიზაციის სოციალური მუშაკებისა და აღსაზრდელებისგან ძალადობის მსხვერპლი გახდა. იმ დონემდე მივედი, რომ ორი საჩივარიც კი შევიტანე, რადგან ბავშვებზე ფიზიკურად ძალადობდნენ და ამის გამო, მათი ნახვის უფლებას არ მაძლევდნენ. ჩემი უმცროსი ბიჭი მეუბნებოდა, რომ თავიდან სისხლი სდიოდა, რომ სცემდნენ.

ჩემი უფროსი ბიჭი ახლაც ფსიქოლოგთან დამყავს, რომ გაუმკლავდეს იმ შიშს, რაც ამ ორგანიზაციაში განიცადა. დასჯის მიზნით ცხოველებისთვის განკუთვნილ გალიაში სვამდნენ, არ აჭმევდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მისი საქციელის მიხედვით, ცხოველს ჰგავდა და სწორედ იქ იყო მისი ადგილი. ბავშვს სხეულზე ცემის ნიშნები შევატყვე,” ამბობს ქალი.

ამ დროისთვის საქმეზე ჯერ კიდევ გამოძიება მიმდინარეობს, რაც შეეხება მამა ანტონიოს, მის წინააღმდეგ არსებული საჩივრები უფრო და უფრო იმატებს, მაგრამ მისი განცხადებით, არასოდეს არცერთი ბავშვისთვის არაფერი დაუშავებია და ვერ ხვდება, რის გამო საუბრობენ მსგავს ფაქტებზე.

 

onalem

ტესტ