fbpx
საბერძნეთი

ექსპერტიზის “სუფთა” შედეგები და კითხვები გეორგია ბიკას გაუპატიურების საქმეში

გეორგია ბიკას გაუპატიურების საქმეში კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდა მას შემდეგ, რაც გოგონას ექსპერტიზის პასუხები გამოქვეყნდა. რეალურად კი, თავად და მისი ადვოკატებიც ელოდნენ, რომ ყველაფერს ფარდა აეხდებოდა.

როგორც უკვე ცნობილია, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის პასუხები არ ადასტურებს მის ორგანიზმში რაიმე სახის ნარკოტიკული ნივთიერებების არსებობას. ბიკას ადვოკატი და მრჩეველი აცხადებენ, რომ ექსპერტიზა არ არის ჩატარებული კომპეტენტურად და ვინაიდან დაგვიანდა, გოგონას ორგანიზმიდან შესაძლოა უკვე გამოდევნილი ყოფილიყო ნებისმიერი სახის წამალი.

მიუხედავად ამისა, პოლიცია და ექსპერტიზის ბიურო ამტკიცებს, რომ ბიკას ანალიზის ჩასატარებლად ნიმუშები საჩივრის შეტანის დღესვე აუღეს და არ დაუგვიანიათ, შესაბამისად, ყველაფერი სათანადოდ და ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩატარდა. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ როდესაც გეორგიას ინტერვიუს დროს ჰკითხეს, აუღეს თუ არა ნიმუშები საჩივრის შეტანიდან სამი დღის შემდეგ, მან განაცხადა, რომ ეს მოხდა იმავე ღამეს, როდესაც სარჩელი შეიტანა და არა სამი დღის შემდეგ.

ბიკას ტექნიკური მრჩეველი საქმის ხელახალ გადახედვას ითხოვს და უნდობლობას უცხადებს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის პასუხებს. მისი მოსაზრებით, ანალიზების ჩატარების დრო შეუსაბამო იყო, ვინაიდან 18 საათის დაგვიანებით კომპეტენტური შედეგების მიღება შეუძლებელია.

 

onalem

ტესტ