fbpx
საზოგადოება

“რამდენ ადამიანს დავხმარებივარ და საკუთარი შვილი სიკვდილს ვერ გადავარჩინე” – 21 წლის ერმი მამის ხელებში გარდაიცვალა

ძუმერკაში 21 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების ამბავმა საზოგადოება შეძრა. ერმის თეოხაროპულო 300 მეტრი სიმაღლის კლდიდან გადავარდა და სამწუხაროდ, მისი გამოყვანის ოპერაცია დროულად ვერ განხორციელდა, მიუვალი ადგილის გამო. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მის საშველად თვალის დაუხამხამებლად წავიდა, მისივე მამა იყო, იანის თეოხაროპულო.

ტრაგედიიდან რამდენიმე დღის შემდეგ მამა, რომელმაც შვილი დაკარგა, პირველად აქვეყნებს ფოტოს მასთან ერთად და სასწარკვეთილებას გამოხატავს:

“ძალიან ბევრ ადამიანს დავხმარებივარ და საკუთარი შვილი სიკვდილს ვერ გადავარჩინე. მამა! დამიძახა, როცა ჩავარდა და მის დასახმარებლად მივედი, ადგომა სცადა, მაგრამ არ შეეძლო. 112-დან შემატყობინეს, რომ 10 წუთში იქ გაჩნდებოდნენ, მე კი, პოლიციელს ვთხოვდი, რომ ეჩქარათ, რადგან ჩემი ბიჭი დიდხანს ვერ გაძლებდა.

3 საათში ერმიმ სუნთქვა შეწყვიტა და აღარც პულსი აღენიშნებოდა. ვერტმფრენი მის ამოსაყვანად 17:45 საათზე მოვიდა, ამდენი საათის მანძილზე უმძიმესი მოტეხილობებით, შინაგან სისხლდენით, ჩემი შვილი ვერ გაძლებდა,” წერს ბ-ნ იანი.

შესაძლოა ემის თეოხაროპულო მხოლოდ 21 წლის იყო, მაგრამ თავის საქმეში პროფესიონალი იყო და საკმაო გამოცდილება ჰქონდა.

 

onalem

ტესტ