fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 14 თვის ბავშვს ნათესავმა შეცდომით ალკოჰოლი დაალევინა

ინციდენტი პირგოსში მოხდა. ექიმები გაოცდნენ, როდესაც 14 თვის ჩვილის საავადმყოფოში მიყვანის დროს, ალკოჰოლის მძაფრი სუნი ეცათ.

patrisnews.com-ის მიხედვით, ბავშვი მშობლებმა საავადმყოფოში ძილიანობის გამო მოათავსეს.

ექიმებმა, მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ მას ალკოჰოლის გარკვეული რაოდენობა ჰქონდა მიღებული, სპეციალური გამოკვლევები ჩაუტარეს.

რამდენიმე ხნის შემდეგ, მშობლებთან საუბრისას ყველაფერი გაირკვა.

როგორც აღმოჩნდა, ოჯახის ნათესავმა ბავშვს ბოთლიდან წყლის ნაცვლად ალკოჰოლური სასმელი გადმოუსხა და დაალევინა.

ექიმების ძალისხმების შედეგად, 14 თვის ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

onalem

ტესტ