fbpx
საბერძნეთი

გაუარესებული ამინდი საბერძნეთში: ნახევარმეტრიანი თოვლი და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, კასტანიას, პირგოსა და იპატის ტერიტორიებზე თოვლის სიმაღლემ ნახევარ მეტრს მიაღწია. ტემპერატურა დღეს კიდევ უფრო დაეცა და გაუარესებული ამინდიდან გამომდინარე, აიკრძალა გემების გასვლა რაფინას, ლავრიოს და პირეას პორტებიდან. ეგეოსის ზღვაზე ძლიერი ქარი ქრის, კონკრეტულ ტერიტორიებზე კი 9-10 ბალსაც აღწევს, რაც განსაკუთრებით სახიფათოა საზღვაო ტრანსპორტისთვის.

ირკვევა, რომ ზარალია მიადგა ფლორინასა და ტრიკალას. თოვლს სინოპტიკოსები ატიკის რეგიონშიც გვპირდებიან დღეს გვიან ღამიდან, ზღვის დონიდან 300 მეტრზე.

საკის არნაუტოღლუ ავრცელებს ვიდეოს თესალონიკიდან, სადაც ჩანს, თუ როგორ თოვს:

 

onalem

ტესტ