fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი: მშობიარე ქალი ტაქსიში ჩაჯდა, მაგრამ საავადმყოფომდე ვერ მიასწრო

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ტაქსისტი პროფესიას იცვლის და მეან-გინეკოლოგის ფუნქციასაც კი ითავსებს. ტაქსის ბერძენმა მძღოლმა საკუთარ მანქანაში ამშობიარა ქალი, რომელიც მას საავადმყოფოში წაყვანას სთხოვდა, მაგრამ იქამდე ვერ მიასწრეს… ბავშვი უკვე იბადებოდა და მას სხვა გზა არ ჰქონდა, მანქანა, უბრალოდ გააჩერა და ქალს დაეხმარა.

აღნიშნული ამბავი 23 მარტს, ათენის ცენტრალურ უბანში მოხდა. ქალს მშობიარობა დაეწყო და სამშობიაროში ნათესავთან ერთად, ტაქსით წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ბავშვისთვის ეს მეტისმეტად დიდი დრო აღმოჩნდა.

პატარა გოგონა, რომელიც ათენის ცენტრში, ყველაზე უცნაურ ადგილას, ტაქსიში დაიბადა, ასბოლუტურად ჯანმრთელია.

დედა-შვილი საავადმყოფოში პოლიციამ გადაიყვანა, მას შემდეგ, რაც ტაქსისტმა მათი დახმარება ითხოვა.

onalem

ტესტ