fbpx
კრიმინალი

თესალონიკი: უკონტროლო სროლა სახლის აივნიდან – დაშავებულია 4 ადამიანი

როგორც ბერძნული მედია იუწყება, ინციდენტი დასავლეთ თესალონიკში, ბოშების დასახლებაში მოხდა.

ამჟამინდელი ინფორმაციით, ადგილობრივი მამაკაცი საკუთარ აივანზე გადმოდგა და ცეცხლი გახსნა. ის ისროდა უკონტროლოდ, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა, რომელიც იქვე ახლოს იმყოფებოდა.

ირკვევა, რომ ბოშური წარმოშობის მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო. სროლის დასრულების შემდეგ მას დაშავებულები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ადგილზე რამდენიმე წუთში მობილიზდა პოლიციის ოფიცერთა დიდი რაოდენობა და როგორც დამნაშავე, ასევე დაშავებულები ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ჭრილობები მსუბუქი სახის არის.

მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ინციდენტი შეიძლებოდა ფატალურად დასრულებულიყო.

onalem

ტესტ