fbpx
საბერძნეთი

ტრაგედია დრამაში: მატარებელმა ემიგრანტებს გადაუარა, რომელთაც რელსებზე ეძინათ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ტრაგედია დრამაში მოხდა, სადაც მატარებელმა სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

როგორც ირკვევა, საუბარია სამ არალეგალ ემიგრანტზე, რომელთაც, სავარაუდოდ, რელსებზე ეძინათ და სწორედ ამ დროს გამოიარა მატარებელმა, რომელიც დრამა-თესალონიკის რეისს ასრულებდა.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ემიგრანტებმა სასიკვდილო დაზიანებები მიიღეს და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საქმეზე წინასწარ გამოძიებას საგზაო პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

onalem

ტესტ