fbpx
საბერძნეთი

თესალონიკში მამაკაცმა დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი სასტიკად სცემა, რადგან დილით გააღვიძა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა თესალონიკში, კერძოდ, კორდელიო-ევოსმოს მუნიციპალიტეტში მოხდა. როგორც ირკვევა, დილის 05:30 საათზე, 25 მარტის ქუჩაზე, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ და რუტინული სამუშაოს შესრულებას შეუდგნენ.

როგორც ირკვევა, იქვე მცხოვრები მამაკაცი ხმაურმა შეაწუხა, გაეღვიძა, აივანზე გამოვიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დასუფთავების თანამშრომლებს. თუმცა, ამ ყველაფერს არ დასჯერდა, რამდენიმე წუთში სახლიდან ქვემოთ ჩავიდა და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდა.

მომხდარის გამო ადგილზე პანიკა შეიქმნა, რადგან მამაკაცს თავზე კონტროლი ჰქონდა დაკარგული, სახეში ურტყამდა და ყვიროდა, რომ მან და მისმა ნაგვის მანქანამ დილით გააღვიძეს. საბოლოოდ, თავდამსხმელი გამვლელებმა გაანეიტრალეს და შოკირებული თანამშრომელი მისგან გაათავისუფლეს. არსებული ცნობებით, მას სახეზე აქვს დაზიანებები მიყენებული.

დასუფთავების ადგილობრივი სამსახური აცხადებს, რომ აუცილებლად დადგებიან საკუთარი თანამშრომლის გვერდით.

 

onalem

ტესტ