fbpx
საბერძნეთი

მიკონოს: ეკლესიის ერთი კელია მსურველებზე 6,500 ევროდ ქირავდება

მიკონო ხომ უცნაურობების კუნძულია და უკვე ისიც ვიცით, რომ ხალხი ყველანაირ საშუალებას იყენებს ფულის გამოსამუშავებლად.

ცნობილი გახდა, რომ მიკონოს ცენტრიდან საკმაოდ მოშორებით ეკლესია, ფაქტობრივად, სასტუმროდ გადააკეთეს და ისე ქირავდება, როგორც ბინა. საუბარია 35 კვადრატულ მეტრ ფართობზე, რომლის მფლობელიც დაქირავების მსურველებს ერთ კელიას 6,500 ევროდ სთავაზობს, მთელ სეზონზე. ეს იგივე რაოდენობაა, რა თანხაშიც გლიფადაში მდიდრულ ვილას იქირავებდით, მხოლოდ, ერთი თვის მანძილზე.

მიკონოზე 2022 წელს ტურისტები დიდი რაოდენობით არიან და საცხოვრებელზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც იქ არსებული კოსმოსური ფასების გამო შეიძლება კელიაც კი აირჩიოს განსათავსებლად.

onalem

ტესტ