fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“უკან ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ! არ დაგავიწყდეთ, რომ გაცუროთ” – თურქეთის თავდაცვის მინისტრი ბერძნებს მიმართავს

თურქეთის თავდაცვის მინისტრი, ჰულუსი აკარი საბერძნეთს კვლავ ემუქრება და ამკარას აგრესიულ რიტორიკას განაგრძობს. საჰაერო ძალების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მან ხაზგასმით განაცხადა:

“უკან ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ. ის, რაც გასაკეთებელია, გაკეთდება. ჩვენს საზღვაო ძალებს და განსაკუთრებით საჰაერო ძალებს ამის შესახებ მკაფიო მითითებები აქვთ მიღებული. შეუძლებელია საბერძნეთთან გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება და გაგების გამოჩენა. დათმობაზე ვერ წავალთ, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭირო იქნება.

შეცდომაში არ შეგიყვანოთ ე.წ. ალიანსებმა, შეიარაღების უშედეგო მცდელობებმა, ზოგიერთი ქვეყნის ექსპლუატაციამ და წახალისებამ მათი მხრიდან, ვინც იარაღის გაყიდვას ცდილობს. ეს იარაღი არ გამოგადგებათ, 1919-1922 წლებში ბევრმა ქვეყანამ სცადა საბერძნეთის მარიონეტად გამოყენება, თურქეთის წინააღმდეგ, ანატოლიაში შევიდნენ და 1922 წელს ზღვაში ჩაცვივდნენ. წაიკითხეთ ისტორია და დაიმახსოვრეთ – თუ ისევ ფიქრობთ მსგავს რამეს, არ დაგავიწყდეთ, რომ გაცუროთ,” აცხადებს აკარი.

“რაც შეეხება კუნძულების დემილიტარიზაციას, ჩვენ ყველაფერს ყურადღებით ვაკვირდებით, სწორედ ამიტომ მიმდინარეობს საჭირო კვლევები. საკითხავი აქ არაფერია, რაც უნდა მოხდეს, მოვკვდებით თუ არა, ჩვენ ვეტერანები ვართ! ასე მარტივად!”

onalem

ტესტ