fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში 1 მაისიდან მინიმალური ხელფასი იზრდება – მიცოტაკის განცხადება პარლამენტში

“სახელმწიფო განახორციელებს მინიმალური ხელფასის მნიშვნელოვან ზრდას, რომელიც ძალაში 2022 წლის 1 მაისიდან შევა” – განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკიმ პარლამენტში საუბრისას.

“მე ვიცი, რამდენად გადაიტვირთა საბერძნეთში ოჯახების ბიუჯეტი სხვადასხვა გარე მიზეზების გამო. ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ამ ყველაფერთან გამკლავებას. 1 მაისიდან მინიმალური ხელფასის რაოდენობა გაიზრდება და გაიზრდება მნიშვნელოვნად, ეს არ იქნება უბრალო ცვლილება.

მსოფლიოში არცერთ ქვეყანას, რაც უნდა მდიდარი იყოს ის, არ შეუძლია ადამიანური რესურსების ფლანგვა. უმუშევრებს უნდა დავეხმაროთ, მაგრამ უმუშევრობაა სწორედ ყველაზე დიდი საფრთხე. მიუხედავად დიდი სირთულეებისა, მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ჩვენი ძალისხმევა აქტიურ ფაზაშია. 2019 წლიდან 2022 წლამდე უმუშევრობა 17,2%-დან 12,8%-მდე შემცირდა.”

პრემიერი არ ასახელებს, ზუსტად რამდენით გაიზრდება მინიმალური ხელფასის რაოდენობა, თუმცა, საბოლოო განცხადებები ცვლილების ძალაში შესვლის პერიოდისთვის გაკეთდება.

onalem

ტესტ