fbpx
საბერძნეთი

მკაფიო განმარტებები – სად აღარ გვევალება პირბადის ტარება 1 ივნისიდან?!

როგორც უკვე ცნობილია, თანოს პლევრიმ ზომების მოხსნის შესახებ დააანონსა და განაცხადა, რომ 1 მაისიდან უქმდება ვაქცინაციის სერთიფიკატებისა და ტესტების გამოყენება სხვადასხვა დაწესებულებებში შესასვლელად და შესაბამისად, უქმდება აღნიშნულთან დაკავშირებული კონტროლი.

რაც შეეხება პირბადის ტარება, 1 ივნისიდან აღარ გვექნება პირბადის დახურულ სივრცეებში ტარების ვალდებულება, თუმცა, არსებობს გამონაკლისები, სადაც ეს ვალდებულება შენარჩუნდება.

კერძოდ, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება: საჯარო ტრანსპორტში (ავტობუსები, ტროლეიბუსები, მეტრო, ტრამვაი, ელ. მატარებელი (ტრენო), ტაქსებში, გემის ბორტებზე (დახურული სივრცე), ასევე ΚΤΕΛ-ის სადგურებსა და ჯანდაცვის სტრუქტურებში (საავადმყოფო, კლინიკა და ა.შ.).

პირბადის გამოყენება არა სავალდებულო, არამედ არჩევითი იქნება შემდეგ დაწესებულებებში: მაღაზიები, სუპერმარკეტები, რესტორნები, ტავერნები, კაფე-ბარები, ასევე სამუშაო ადგილები.

 

 

onalem

ტესტ