fbpx
საბერძნეთი

მარანტინი ხრისტიდუს განქორწინებიდან 1 წელში სახლიდან მაცივარს, დივანსა და მაგიდას სთხოვდა

როგორც უკვე ცნობილია, სისი ხრისტიდუსა და თოდორის მარანტინის უთანხმოებამ სასამართლომდე მიაღწია. მარატინის 12 თვიანი პირობითი სასჯელი აქვს შეფარდებული, ბავშვებისთვის განსაზღვრული ალიმენტის გადაუხდელობის გამო.

მჟღავნდება გარკვეული დეტალები, რომლებიც წყვილის განქორწინების საქმეს ეხება. როგორც ირკვევა, მომღერალმა ცნობილ ტელეწამყვანს დაშორების შემდეგ მოსთხოვა, რომ სახლიდან მისთვის მაცივარი, სასადილო მაგიდა და დივანი გაეტანებინა.

“განქორწინებიდან სამ თვეში შეწყვიტა ბავშვებისთვის ალიმენტის გადახდა. თოდორიმ სახლი შეიცვალა, 80.000 ევროს ღირებულების ბინა შეიძინა, მართავდა კონცერტებს, სატელევიზიო შოუც ჰქონდა, ფილმშიც მიიღო მონაწილეობა, მოგზაურობდა იტალიასა და ლონდონში. ბავშვები მხოლოდ 1 კვირით წაიყვანა დასასვენებლად, თუმცა, თავისი საყვარელი მომღერლების სანახავად მოგზაურობდა. განქორწინებიდან 1 წელიწადში მოვიდა და მთხოვა დივანი, მაცივარი და მაგიდა. როცა ბავშვებისთვის თანხის გადახდა შეწყვიტა, მითხრა, რომ ლას ვეგასში იყო. მისი შემოსავალი იმ დროს 300.000 ევროს უდრიდა და მრცხვენია, რომ დღეს ამ სასამართლო პროცესზე ვიმყოფები,” თქვა ხრისტიდუმ.

აღსანიშნავია, რომ მარანტინი ყოფილ მეუღლეს პასუხობს შემდეგი მიზეზებით: “პანდემიის ფონზე რთულ მდგომარეობაში ვიყავი. ნაკლები ხალხი იყო კონცერტებზე, შესაბამისად ნაკლები მქონდა შემოსავალიც. სახელმწიფომ ფაქტობრივად მუშაობა ამიკრძალა. ამ ფულს, ბევრია თუ ცოტა, ქ-ნ ხრისტიდუს გადავუხდი. ვრილისიაში ვცხოვრობ და ქირაში 900 ევროს ვიხდი. მანქანის ლიზინგის თანხას 400 ევროს ვიხდი. ალიმენტს ვიხდი, როგორც შემიძლია, დაახლოებით 2.000 ევროს და ვმოგზაურობ ბავშვებთან ერთად.”

onalem

ტესტ