fbpx
საბერძნეთი

შემოწმება ათენის ცენტრში, მონასტირაკზე – პოლიცია უცხოელებს აჩერებს

საბერძნეთის პოლიცია მასშტაბურ ოპერაციას აგრძელებს უკანონო მიგრაციისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების აღმოსაფხვრელად.

როგორც ირკვევა, ოფიცრები ამჯერად ათენის ცენტრში, მონასტირაკზე აჩერებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ცხადია, პირველ რიგში საბუთებს ითხოვენ. ვინაიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საკმაოდ დიდია ხალხის რაოდენობა, პოლიციელები აჩერებენ იმ პირებს, ვინც მათთვის საეჭვოდ გამოიყურება.

აქედან გამომდინარე, ადამიანებმა, რომლებსაც საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. ეს განსაკუთრებით ეხებათ მამაკაცებს.

onalem

ტესტ