fbpx
საბერძნეთი

როდის დასრულდება პანდემია და იგეგმება თუ არა შემზღუდველი ზომების მოხსნა საბერძნეთში?!

მიკრობიოლოგიის პროფესორი ალკივიადის ვატოპულო ტელეკომპანია ΑΝΤ-თან აცხადებს, რომ საბერძნეთში შემზღუდველ ზომებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს კორონავირუსი იღებს და არა ექსპერტთა საბჭო. პროფესორი გულისხმობს, რომ ყველა გადაწყვეტილება და რეკომენდაცია, რომელზეც ექსპერტები საუბრობენ, პირდაპირ კავშირშია ეპიდმდგომარეობასთან, რომელიც კონკრეტულ მომენტში ქვეყანაში ფიქსირდება.

“არავის უნდა შემზღუდველი ზომების არსებობა, თუ ისინი საჭირო არ არის. ვფიქრობ, რომ უკვე შესაძლებელია გარკვეულ თავისუფლებაზე ვისაუბროთ. პანდემია მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც უმინიტეტს მთელი მოსახლეობა გამოიმუშავებს. ამიტომ ახლა ჩვენი მიზანია, რომ ამ მდგომარეობამდე რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლით მივიდეთ.

მოსახლეობის იმუნიზაცია მხოლოდ დაინფიცირების გზით არ ხდება, უნდა ვისარგებლოთ იმ შანსით, რასაც ვაქცინაცია გვაძლევს. 

ამ დროისთვის გარდაცვლილთა 85% არის აუცრელი და 15% აცრილი, ხოლო შტამი, რომელსაც ადამიანები საავადმყოფომდე მიჰყავს, ძირითადად “დელტაა,” აცხადებს ვატოპულო.

ბოლო დღეებში საბერძნეთში ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა დასტაბილურდა და ექსპერტები იანვრის ბოლოსთვის დღეში 3.000-მდე შემცირებას ელოდებიან.

onalem

ტესტ