fbpx
კრიმინალი

რა აღმოაჩინეს 24 წლის გოგონას ორგანიზმში – თესალონიკში ჯგუფური გაუპატიურების საქმის დეტალები

თესალონიკში 24 წლის გოგონას გაუპატიურების საქმე ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული თემაა. საუბარია სამ პირზე, რომელთაგან, არსებული ინფორმაციით გოგონამ ორი უკვე ამოიცნო.

ახალგაზრდის ფსიქოლიგიური მდგომარეობა უმძიმესია და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოკვლითაც კი ემუქრებიან, უკან არცერთი წუთით არ დაიხევს.

ALPHA-ს ინფორმაციით, ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგად მის ორგანიზმში იპოვეს ნივთიერება, რომელმაც მარტივად შეიძლება გამოიწვიოს სხეულზე კონტროლის დაკარგვა, შესაბამისად, წინააღმდეგობის უნარის დაკარგვა და ძილიანობა.

საუბარია უსუნო და უფერო ნივთიერებაზე, თუმცა, რაოდენობასთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს ე.წ. “გაუპატიურების აბთან”, რომელიც სწორედ ძალადობის მიზნით გამოიყენება წვეულებებზე.

ცხადია, მის სხეულში აღმოჩნდა ალკოჰოლიც, მაგრამ როგორც თავად აღწერს, იმენად უჩვეულოდ გრძნობდა თავს, რომ ფიქრობს, სასმელში რაღაც ჩაუყარეს.

საქმეზე აქტიური გამოძიება მიმდინარეობს, მისი ადვოკატი კი იუწყება, რომ ამ ფაქტმა პოლიცია შესაძლოა მოძალადეთა დიდ ჯგუფზე გაიყვანოს.

onalem

ტესტ