fbpx
კრიმინალი

“ბოდიშს ვიხდი, ჩემი ვაჟის მაგივრად” – სუზან იტონის მკვლელის, 27 წლის ხანიელის მამა

ამერიკელი მეცნიერის, სუზან იტონის მკვლელობაში ბრალდებულის მამა საზოგადოებისგან, იტონის ოჯახისა და ყველა იმ ქალისგან, რომელსაც მისი საკუთარი ვაჟი თავს დაესხა, პატიებას ითხოვს. იანის პარასკაკისის მამა მოძღვარია და ყველას ბოდიშს უხდის, საკუთარი შვილის ნაცვლად. მამაკაცს ასევე სურს, რომ სამართალი აღსრულდეს.

“სუზანთან ერთად, რაღაც ჩვენშიც მოკვდა,” ამბობს ის.

როგორც ცნობილია, 8 აგვისტოს ხანიაში დაგეგმილია ერთგვარი საპროტესტო აქცია, რომელიც ქალების უფლებებს უკავშირდება.

ასევე, იანის პარასკაკისს უნდა ჩაუტარდეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს მის ფსიქიკურ მდგომარეობას. მან ერთ-ერთი ჩვენებისას განაცხადა, რომ რაღაც მომენტში ის საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა და სურდა, რომ ქალებისთვის რაიმე დაეშავებინა, თითქოს მასში “ეშმაკი” სახლობდა.

ხანიის პოლიცია აცხადებს, რომ მსგავსი სახის დამნაშავესთან შეხება არასოდეს ჰქონიათ.

onalem

ტესტ