fbpx
საზოგადოება

გმირმა ბერძენმა ექიმმა დედა-შვილი ცეცხლმოკიდებული მანქანიდან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიყვანა

ახალაგზრდა ქალისა და მისი ვაჟისთვის, რომლებიც იონიას გზაზე მოძრაობდნენ, ბერძენი ექიმის ამავე გზაზე გამოჩენა, ნამდვილი იღბალი აღმოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, მანქანა გზიდან გადავიდა და ამობრუნდა, შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა და ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა აფეთქებულიყო.

ექიმი პატრასიდან, ნიკოს ანასტასოპულუ, სწორედ ამ დროს ამავე გზაზე, ოჯახთან ერთად საზაფხულო შვებულების გასატარებლად მიდიოდა. როცა დაინახა, რომ დედა და ვაჟი ავარიაში მოჰყვნენ, იმ წამსვე გააჩერა თავისი ავტომობილი და მათი ცეცხლმოკიდებული მანქანისკენ გაიქცა.

მან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დედა-შვილი მანქანიდან უამრავი მცდელობის შემეგ გამოიყვანა. მოგვიანებით კი ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა მობილიზდა და დაშავებულებს საჭირო პროცედურები ჩაუტარეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ