fbpx
საბერძნეთი

განგაში ათენში 2 წლის ბიჭის გაუჩინარების გამო – ის, სავარაუდოდ, მამამ გაიტაცა

ათენში განგაში გამოცხადდა 2 წლის ბიჭის, გიორგოს ლაბეროპულოს გაუჩინარების გამო. ბიჭი 26 აგვისტოს გაქრა, მაგრამ AMBER ALERT HELLAS გუშინ, 5 ოქტომბერს ამოქმედდა.

როგორც ირკვევა, ინფორმაცია მიეწოდა ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილსაც” და ვინაიდან არსებობს ნიშნები, რომ მცირეწლოვანი ბიჭის სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე ემუქრებოდეს, განგაში გამოცხადდა.

წინასწარი ცნობებით, ბიჭი სავარაუდოდ, მამამ გაიტაცა, მაგრამ მას არ აქვს მეურვეობის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისად, არც უფლება, რომ ბავშვი წაიყვანოს.

უცნობია, თუ რა ეცვა ბიჭს, გაუჩინარების დროს, თუმცა, ფაქტია, რომ უკვე თვეზე მეტია, ოჯახს მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ისინი საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.

onalem

ტესტ