fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

ატიკა და თესალონიკი კორონავირუსის გავრცელების ცენტრებად იქცნენ – რა აშფოთებთ ექსპერტებს?!

რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები ძირითადად რეგიონებში ფიქსირდებოდა, თუმცა, დღესდღეობით, ექსპერტების ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების ცენტრებად თესალონიკი და ატიკის რეგიონი გვევლინება.

კერძოდ, ატიკის რეგიონში, თვის დასაწყისიდან გუშინდელ დღემდე, საერთო ჯამში 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს არის რიცხვი, რომელიც აჩვენებს ვირუსის გავრცელების სტაბილურობას და გადადების ტენდენციის შეუმცირებლობას. ანუ ვირუსის გადადების მაჩვენებელი არ ეცემა.

თუმცა, ის რაც ექსპერტებს ყველაზე მეტად აშფოთებთ, არის, რომ ატიკაში ფიქსირდება ყველაზე მეტი “ობოლი” შემთხვევა, ანუ როდესაც პაციენტმა არ იცის, თუ ვისგან ან საიდან დაინფიცირდა.

ატიკის რეგიონალურ საავადმყოფოებში ამ ეტაპისთვის 32 ადამიანი მკურნალობს, რომელთაგან 6-ის მდგომარეობა კრიტიკულია და რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე არიან შეერთებულები.

რაც შეეხება თესალონიკს, აქ ფიქსირდება 68 შემთხვევა მიმდინარე თვეში, საავადმყოფოებში კი 15 პაციენტია მოთავსებული. აქაც ბერძენ მეცნიერებს აღელვებთ ვირუსის უკონტროლო და “ბრმა” გავრცელება, რომელიც ბოლო დღეების მანძილზე ფიქსირდება.

ამ რუკას დაემატა კავალაც, საერთო ჯამში კი, ყველაზე კრიტიკულ წერტილებად ბოლო კვირის მანძილზე ითვლება: ირაკლიო, ევია, მაგნისია, ვიოტია, ეტოლოაკარნანია, კორინთოს, პელა, სამოს, ახაია, ხალკიდიკი, ლარისა, ქსანთი, კარპათოს.

onalem

ტესტ