fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის განათლების მინისტრმა თანამდებობიდან მოხსნა პროფესორი, რომელმაც იანის ადეტოკუნბოს “მაიმუნი” უწოდა

ბერძენი პროფესორის მიერ იანის ადეტოკუნბოს მიმართ გამოვლენილი შეურაცხმყოფელი კომენტარი განათლების მინისტრის ყურადღების ცენტრში მოექცა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეოზე, სადაც იანის ადეტოკუნბო საბერძნეთში განვლილ რთულ წლებსა და მისი და მისი ოჯახის მიმართ გამოვლენილ რასიზმზე საუბრობს, ერთ-ერთი ბერძენი პროფესორი და მალაკასას ლტოლვილთა ბანაკის განათლების ცენტრის კოორდინატორი, კონსტანტინოს კალემისი წერს: “რა ვთქვით, რას აკეთებს ზუსტად ეს “მაიმუნი?” აა ჰო, კალათბურთს თამაშობს.”

ნიკი კერამეოსმა დაუყოვნებლივ მოითხოვა გამოძიება და საბოლოოდ, მისივე გადაწყვეტილებით პროფესორი თანამდებობიდან მოიხსნა, რომელსაც 2017 წლიდან იკავებდა.

“ჩვენ ცალსახად ვგმობთ პროფესორის ამ რასისტულ და უაღრესად შეურაცხმყოფელი შინაარსის სიტყვებს. ასეთ ქცევას ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემაში ადგილი არ აქვს,” აცხადებს კერამეოსი.

onalem

ტესტ