fbpx
მსოფლიორელიგია

“მადლობა ღმერთს, აგია სოფია თავის ნამდვილ ფორმას დაუბრუნდა, სამუშაოები გაგრძელდება” – რეჯეფ ტაიპ ერდოღანი

მას შემდეგ, რაც აგია სოფიაში მუსულმანური მსახურება აღსრულდა, თურქეთის პრეზიდენტმა მედიასთან განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის მონუმენტი საბოლოოდ თავის ნამდვილ ფორმას დაუბრუნდა.

“ეს ყველაფერი აჩვენებს ჩვენი მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების მნიშვნელობას და დღევანდელი დღის შემდეგ ყველაფერს გავაკეთებთ, აგია სოფიას მეჩეთად გადაკეთების სამუშაოების აქტიურად გასაგრძელებლად.

მე მჯერა, რომ მისი მუსულმანურ ადგილად გადაკეთება გაგრძელდება ისე, როგორც ეს აუცილებელია და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, შევძელით აღგვედგინა მისი ფუნქციონირება,” ამბობს ერდოღანი.

დღეს აგია სოფიაში ცერემონია დაიწყო პრეზიდენტის მიერ ყურანის წაკითხვით, რასაც მოჰყვა სალოცავი ზარების რეკა ტაძრის ოთხი მხრიდან.

არსებული ინფორმაციით, პანდემიის გამო ახლა შიგნით მხოლოდ 1.000 მლოცველი დაიშვება, მაგრამ გაცილებით მეტ ადამიანს შეუძლია თავი მოიყაროს გარეთა ტერიტორიაზე.

onalem

ტესტ