fbpx
რელიგია

იაპონელმა ათონის მთაზე მართლმადიდებლობა მიიღო

დიდ შაბათს იაპონიის 41 წლის მოქალაქე მონასტერში მართლმადიდებლად მონათლეს. პროცესი არქიმანდრიტმა გრიგორიმ აღასრულა და მისი ნათლია ათონის აკადემიის მოსწავლე გახდა.

იაპონელმა მამაკაცმა განაცხადა, რომ ქრისტიანობა კანადაში შეისწავლა, სადაც რამდენიმე წელი ცხოვრობდა. მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის შედარებისას ის დარწმუნდა, რომ გზა ღმერთისკენ მართლმადიდებლობაზე გადიოდა.

როდესაც ათონის მთაზე პირველად მივიდა, მიხვდა, რომ ეს ის ადგილი იყო, სადაც სურდა ქრისტიანობა მიეღო.

onalem

ტესტ