fbpx
რელიგია

აღდგომის წმინდა ცეცხლს საბერძნეთში Aegean Airlines და საჰაერო ძალები ჩამოიტანენ

დადასტურებული ინფორმაციით, აღდგომის წმინდა ცეცხლს საბერძნეთში Aegean Airlines-ის თვითმფრინავით ჩამოიტანენ და გაავრცელებენ რაც შეიძლება მეტ კუნძულსა და ქალაქში.

კერძოდ, საბერძნეთში ჩამოტანის შემდეგ შესრულდება 14 ავიარეისი ეგეოსის, იონიის კუნძულების და ცენტრალური და აღმოსავლეთ საბერძნეთის მიმართულებით.

წმინდა ცეცხლს პირველ რიგში გადაიტანენ იოანინაში, ზაკინთოსზე, კეფალონიაზე, სამოსზე, მიკონოსსა და ლარისაში.

ავიარეისები დაგეგმილია დიდ შაბათს. ავიაკომპანიები Aegean და Olympic ცეცხლს გადაიტანენ 8 ადგილას:

სანტორინი, მიტილინი, თესალონიკი, როდოსი, ალექსანდრუპოლი, ირაკლიო, ლემნოსი, ხიოსი.

 

onalem

ტესტ