fbpx
საზოგადოება

ბერძნები ათენს ტოვებენ, ქვეყნის პორტები ხალხით გადაიტვირთა – სად მიდის უმეტესობა?!

გავრცელებული ინფორმაციით, ბერძნებმა სააღდგომო დღეებთან დაკავშირებით, ათენის და არა მარტო ათენის დატოვება დაიწყეს… მთელი ქვეყნის მასშტაბით პორტებში ხალხმრავლობა შეინიშნება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილია კიკლადესის კუნძულები და კრეტა.

დღევანდელი დღიდან ბილეთებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა.

რამდენი ადამიანი გაემგზავრა სხვადასხვა კუნძულზე მხოლოდ გუშინ?

23 აპრილს პირეას პორტიდან 18 გემი გავიდა, რაფინადაც 4, ხოლო ლავრიოს პორტიდან 3.

ორშაბათს პირეოსიდან გაეგმზავრა 13.357 ადამიანი.

რაფინას პორტიდან გავიდა 6 გემი, 2.162 მგზავრით, 594 მანქანითა და 46 მოტოციკლით.

ლავრიო დატოვა ხუთმა გემმა, 689 მგზავრით, 166 მანქანით და ერთი მოტოციკლით.

onalem

ტესტ