fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე იწყება? – დღევანდელი მონაცემები საგანგაშოა

დღევანდელმა მონაცემებმა ექსპერტები და მთავრობა კიდევ უფრო მეტად აღაშფოთა და უკვე ვარაუდობენ, რომ ეს კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის მომასწავებელია. დღეს, 14 ივლისს, საბერძნეთში ფიქსირდება ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 58 შემთხვევა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 58-დან 34 არის “იმპორტირებული”. საერთო ჯამში ქვეყანაში ინფიცირების 3,883 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 54.7% არის მამაკაცი.

ირკვევა, რომ ყველაზე სერიოზული პრობლემები ჩრდილოეთ საბერძნეთში, 13 სასაზღვრო პუნქტში ფიქსირდება, საიდანაც, გარდა ტურისტებისა, შემოდის სეზონურად მომუშავე ათასობით პირი, ძირითადად ალბანეთიდან და ბულგარეთიდან.

ამ ეტაპისთვის საბერძნეთში 13 პაციენტია მართვით სუნთქვაზე გადაყვანილი, რაც ნიშნავს, რომ ეს რიცხვიც გაზრდილია. მათი საშუალო ასაკი კი 58 წელია.

საბერძნეთის მთავრობა შესაბამისი ზომების მიღებაზე მუშაობს და უკვე ხორციელდება კონტროლის გამკაცრება სახმელეთო საზღვრებზე, ვინაიდან არსებულმა მდგომარეობამ ქვეყანა შესაძლოა დიდ ჩიხში შეიყვანოს და კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა ნავარაუდებზე გაცილებით ადრე ვიხილოთ.

onalem

ტესტ