fbpx
საბერძნეთი

კრიზისის უცნაური გამოვლინებები?! – თესალონიკში რესტორანი 1 კუბ ყინულს 1 ევროდ ყიდის

გასაგებია, რომ მსოფლიოში და მათ შორის საბერძნეთშიც ენერგეტიკულმა კრიზისმა პრობლემები შექმნა და ცხადია, გაძვირებულია ძირითადი პროდუქტების საკმაოდ დიდი რაოდენობა, მაგრამ თესალონიკში წყვილი საკმაოდ უცნაური მოვლენის წინაშე დადგა.

როგორც ირკვევა, ისინი კალამარიას ტერიტორიაზე ერთ-ერთ რესტორანს ეწვივნენ და კერძები და სასმელი შეუკვეთეს, სასმელში კი, მოითხოვეს ყინულიც, რათა დაბალი ტემპერატურა შეენარჩუნებინათ. როდესაც ბოლოს ჩეკი მიუტანეს, აღმოაჩინეს, რომ კერძების გარდა, ყინულსაც ცალკეული ფასი ედო და თითო კუბ ყინულში 1 ევრო უნდა გადაეხადათ.

თავად რესტორნის ხელმძღვანელობა აღნიშნულზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ტიპის ყინული, არამედ სპეციალიზირებული, დიდი კუბი, რომელიც ჩვეულებრივზე გაცილებით გვიან დნება და წყლის მინიმალურ რაოდენობას ტოვებს სასმელშიც, აქედან გამომდინარე აქვს შესაბამისი ფასიც.

onalem

ტესტ