fbpx
საბერძნეთი

ათენი-თესალონიკის მიმართულებით მოძრავ მატარებელში უეცრად დენი გაითიშა

ჯერ მხოლოდ 1 კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ათენი-თესალონიკის მიმართულებით რეისები აღდგა და მატარებლებს კვლავ გადაჰყავთ მგზავრები ისე, როგორც 28 თებერვლამდე გადაჰყავდათ, დღემდე, რომელმაც 57 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ხელისუფლება ამბობს, რომ უსაფრთხოება გარანტირებულია და ამიერიდან მსგავსი ტრაგედიის წინაშე აღარ დავდგებით, მაგრამ როგორც ჩანს, სატრანსპორტო სისტემის პრობლემები არ სრულდება.

კვირას საღამოს Intercity ათენიდან თესალონიკის მიმართულებით დაიძრა და როდესაც მატარებელი ლამიას უახლოვდებოდა, სრულიად მოულოდნელად ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩა, მატარებელში შუქი გაითიშა და არავინ იცოდა, რა ხდებოდა.

“უეცრად შუქი ჩაქვრა და სრულ სიბნელეში ვიყავით. არავინ იცოდა, რა იყო მიზეზი. შემდეგ კი, როდესაც ეკიპაჟს ვკითხეთ, გვითხრეს, რომ პრობლემა არსებობდა ელექტრომომარაგების სისტემაში, შესაბამისად, უნდა დაგვეცადა. დაახლოებით 30 წუთი ვიცდიდით, სანამ შეაკეთებდნენ,” ამბობს მგზავრი.

ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენად უსაფრთხოა სარკინიგზო ტრანსპორტის გამოყენება, რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც მინისტრების მიერ კეთდება განცხადება, რომ მიიღეს ყველა საჭირო ზომა, ფიქსირდება მორიგი პრობლემა, რაც ავტომატურად აჩენს ეჭვებს და უნდობლობას საზოგადოებაში.

onalem

ტესტ