fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ემიგრანტების მასპინძელი ბერძნული კუნძული, სადაც მათზე ზრუნვა და დასაქმება სურთ

BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საბერძნეთის კუნძული ტილოსი არის ადგილი, სადაც ემიგრანტებსა და ლტოლვილებს ყველაზე თბილი გულით მასპინძლობენ. თუმცა, ეს არ გამოიხატება მხოლოდ და მხოლოდ ღიმილსა და სოლიდარობის გამოცხადებაში, არამედ იმაშიც, რომ ადგილობრივებს სურთ, ისინი გახდნენ მათი ნაწილი და დაეხმარონ განვითარებაში.

რას გულისხმობს ეს პერსპექტივა?!

ცნობილია, რომ 2015 წელს, როდესაც საბერძნეთში იმიგრანტებისა და ლტოლვილების კრიზისი იყო, კუნძულმა თავშესაფარი მისცა უამრავ ადამიანს.
კუნძულის მერი, მარია კამმა-ალიფერი ამბობს, რომ დაახლოებით 500 ადგილობრივი დასაქმებულია ტურისტულ ბიზნესში და ნაკლები ინტერესია სასოფლო-სამეურნეო საქმის მიმართ. კუნძულზე არსებობს დიდი პოტენციალი, რომლის განვითარებაშიც სურთ, რომ გარდა ტილოსელებისა, უცხოელმა ემიგრანტებმაც მიიღონ მონაწილეობა და დასაქმდნენ.

“მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი მიღება, არამედ ეფექტური ინტეგრაცია ადგილობრივ საზოგადოებასა და საქმიანობაში.”

მერის თქმით, შეიძინეს დაახლოებით 50-მდე თხა, ხოლო მიზანია, რომ ეს რიცხვი 500-მდე გაიზარდოს. ასევე არსებობს გეგმები ძროხებთან დაკავშირებით. მათ სურთ, რომ ტილოსზე აწარმოონ პროდუქტები, რომლებიც არა მხოლოდ შიდა მოხმარების, არამედ ექსპორტისთვისაც იქნება.

“ჩვენ გვინდა ვაწარმოოთ ტკბილეულიც, რომელიც კუნძულზე ძალიან ხარისხიანი და გემოვნებიანია, გვინდა ჩვენი საქონელი გავიტანოთ ტილოსის გარეთ. ამ ყველაფერში კი უცხოელებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება,” აცხადებს მარია ალიფერი.

onalem

ტესტ