fbpx
საბერძნეთი

ზაკინთოს: ნავაგიოს ცნობილი სანაპირო მთელი ზაფხულის მანძილზე დაკეტილი იქნება

საბერძნეთის ერთ-ერთი ცნობილი და ულამაზესი სანაპირო, რომელზეც წლების წინ ჩაძირული გემია მოთავსებული, მთელი ზაფხულის მანძილზე დაკეტილი იქნება. ნავაგიო ზაკინთოს სავიზიტო ბარათია და ზოგადად, ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილი.

აღნიშნულ სანაპიროზე შესვლა აკრძალული იქნება მთელი ტურისტული სეზონის მანძილზე, ვინაიდან სეისმოლოგთა შეფასებით, არსებობს კლდეების ნგრევის დიდი საფრთხე, 2018 წლის მსგავსი, როდესაც 7 ადამიანი დაშავდა. ვინაიდან 2022 წელს ზაკინთოსა და კეფალონიას შორის 5,4 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, საფრთხე, რომ ნავაგიოზე უზარმაზარი კლდოვანი მასები ჩამოინგრეს, გაიზარდა.

2018 წელს კლდის ნგრევის შემდეგ დაიგეგმა და განხორციელდა კვლევა, რომლის შედეგადაც შეფასდა არსებული საფრთხეები და აიკრძალა კონკრეტულ ადგილებზე შესვლა, თუმცა, დღეს რისკები უფრო მეტად არის გაზრდილი, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებას დამატებითი ზომების მიღება დასჭირდა.

onalem

ტესტ