fbpx
საბერძნეთი

ბერძნები სააღდგომოდ უკვე ტოვებენ დიდ ქალაქებს – დიდი აქტივობა პირეას და რაფინას პორტები

როგორც ბერძნული მედია იუწყება, სააღდგომოდ ხალხმა დიდი ქალაქების დატოვება უკვე დაიწყო. ისინი, ვისაც აღდგომის კვირაში შვებულება აქვს აღებული, სოფლებისა და კუნძულებისკენ მიემართებიან და შესაბამისად, დიდი აქტივობაა პირეასა და რაფინას პორტებში.

ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ ვინიადან ტურისტული სეზონი ნელ-ნელა შედის აქტიურ ფაზაში, კუნძულებისკენ სამუშაოდ მიდიან ახალგაზრდებიც.

საბერძნეთის პოლიციას, ეროვნულ გზატკეცილებზე გადაადგილების სიხშირის გამო, მიღებული აქვს შესაბამისი ზომები, რათა გაამარტივოს ვითარება მძროლებისთვის და რაც მთავარია, უზრუნველყოს უსაფრთხოება.

მანქანების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა მოსალოდნელია ათენი-ლამიასა და ათენი-კორინთოს ეროვნულ გზატკეცილებზე.

პოლიცია განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს 7 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით.

onalem

ტესტ