fbpx
საბერძნეთი

ეგზორციზმის სცენები თესალონიკის ცენტრიდან: “ერთა ეკლესია” არ ჩერდება (ვიდეო)

მაშინ, როცა საბერძნეთის პოლიცია ცდილობს, რომ ორგანიზაცია “ერთა ეკლესიის” საქმე გამოიძიოს, ხელმძღვანელი და მისი თანამოაზრეები ახალი ვიდეოებით კიდევ და კიდევ უფრო პროვოცირებენ.

ვრცელდება ახალი ვიდეოები, რომლებიც აღწერენ ეგზორციზმის სცენებს თესალონიკის ცენტრიდან, კერძოდ, არისტოტელუდან. ის რამდენიმე შანსი, რომელიც მათ მიეცათ, რომ ეს სცენები ქალაქის ცენტრში მოეწყოთ, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საკმაოდ მდიდარი ვიდეომასალა შექმნილიყო და ნელ-ნელა გავრცელებულიყო.

აღსანიშნავია, რომ ამ პროცესის შესრულების უფლება არ გაცემულა მერიისგან. ამას გარდა, ჩანს, რომ ამ ადგილას მოდიან “შეპყრობილები” არა მხოლოდ თესალონიკიდან, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, რათა სხვადასხვა სნეულებებისგან გათავისუფლდნენ (სიმსივნე, სექსუალური გადახრა, პარალიზება და ა.შ.).

როგორც ირკვევა, ხარალამბოს ცაკონიდისს არაფერი აჩერებს და როგორც კი გაათავისუფლეს, რაც 28 აგვისტოს მოხდა, მაშინვე განაცხადა: “ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, რომელსაც საბერძნეთში ბოლო 7 წელია ვახორციელებთ, კარგი არასოდეს არის საკმარისი, რადგან უკეთესი მოდის.”

 

onalem

ტესტ