fbpx
საზოგადოება

ათენში საკუთარ სამსახურს ორი ემიგრანტი შეეწირა – ისინი შენობის შეღებვისას დიდი სიმაღლიდან გადმოცვივდნენ

სამწუხარო ინციდენტი დღეს შუადღეს ათენში, კერძოდ, პალეო ფალიროში მოხდა. დაღუპულია ორი მამაკაცი, რომელიც საკუთარ სამსახურს შეეწირა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი მუშა ტრიტონოს ქუჩაზე მდებარე შენობას გარედან ღებავდა და ძალიან დიდი სიმაღლიდან გადმოვარდა.

ადგილზე სწრაფად გამოიძახეს სამედიცინო დახმარება, თუმცა, მათთვის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა, რადგან დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო.

ირკვევა, რომ ორივე მამაკაცი საბერძნეთში ემიგრაციაში იმყოფებოდა და ირანის მოქალაქეები არიან.

ვრცელდება ფოტო, თუ საიდან გადმოცვივდნენ ისინი. მუშები სპეციალურ ამწეზე იდგნენ, რომელმაც, სავარადოდ, უმტყუნათ. თუმცა, უბედური შემთხვევის ზუსტი მიზეზები უცნობია.

onalem

ტესტ