fbpx
კრიმინალი

63 წლის მამაკაცი თესალონიკის ცენტრიდან 10 წლის გოგონას გატაცების მცდელობისთვის დააკავეს

Protothema.gr-ის ინფორმაციით, თესალონიკში 10 წლის გოგონას გატაცების მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 63 წლის ბერძენი მამაკაცი.

პოლიციის ოფიციალური ცნობის მიხედვით, 10 წლის ბულგარელი გოგონა ქალაქის ცენტრში ქაღალდის ხელსახოცებს ყიდდა, რა დროსაც მამაკაცი წამოეწია და გამვლელ ტაქსში მისი იძულებით ჩასმა სცადა. საბედნიეროდ, გოგონამ მოასწრო მოქმედება და გაექცა, თან დედას ეძახდა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

ამ ყველაფრის ფონზე თვითმხილველებმა პოლიცია გამოიძახეს და 63 წლის მამაკაცი, რომელიც პენსიონერია, თეთრი კოშკის უსაფრთხოების განყოფილებაში გადაიყვანეს. წინასწარი გამოძიების საფუძველზე მისი დაკავება გადაწყდა.

ბავშვი ჯანმრთელია, თუმცა, კონსულტაცია გაიარა განყოფილების ფსიქოლოგთან, რადგან გატაცების მცდელობისას სტრესი განიცადა.

onalem

ტესტ