fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

იქნება თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია კორონავირუსზე – ვასილის კიკილიასის საგანგებო განცხადებები

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის, ვასილის კიკილიასის განცხადებით, კორონავირუსზე ვაქცინაცია მოხდება იერარქიული წესით, როდესაც ვაქცინა საბერძნეთში ხელმისაწვდომი იქნება. გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა ვაქცინის გაკეთება სავალდებულო ყველა ადამიანისთვის, რაზეც კიკილიასმა სრული პასუხისმგებლობით განაცახდა:

“ისინი, ვისაც ვაქცინა პირველ ეტაპზე უნდა გაუკეთდეს, არიან მოხუცი ადამიანები. ისინი, ვისაც ვირუსის მხრიდან განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ.

არავის აქვს ვალდებულება, რომ ჩაიტაროს ვაქცინაცია კორონავირუსზე. როდესაც საბერძნეთში წამალი ხელმისაწვდომი იქნება, მისი გაკეთება დარჩება მხოლოდ და მხოლოდ მკაცრ რეკომენდაციად და არავითარ შემთხვევაში ვალდებულებად.

ჩვენ შევისწავლით, თუ როგორ უნდა დავიცვათ მოწყვლადი ჯგუფები. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება პანდემიის გავრცელების მეორე ტალღა, სახელმწიფო აუცილებლად მიიღებს სხვა შესაბამის ზომებსაც, გარდა ვაქცინისა, მათ დასაცავად.”

ამრიგად, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ვაქცინის გაკეთება საბერძნეთში სავალდებულო არ იქნება და მხოლოდ მკაცრ რეკომენდაციას დარჩება. 

 

onalem

ტესტ