სასტიკად მოკლული დორა ზებერის ოჯახი კითხვებზე პასუხს ითხოვს
სასტიკად მოკლული 29 წლის დორა ზებერის ოჯახი გამოძიების დასკვნებს ითხოვს.
“ჩვენ არ გვინდა რომელიმე კითხვა პასუხგაუცემელი დარჩეს. ვითხოვთ დანაშაული გაცხადდეს, ვითხოვთ იმ დასკვნების ინტერპრეტაციას, რომელიც გენეტიკური მასალის ექსპერტიზის შედეგად დაიდო. ”
როგორც ცნობილია გარდაცვლილ ქალის ფრჩხილებზე დაკავებული მამაკაცის დნმ არ აღმოჩნდა, არამედ სრულიად სხვა მამაკაცის, რომლის ვინაობაც ან ჯერ დადგენილი არ არი ან არ ხმაურდება.
ტელეკომპანია ANT1-ზე ოჯახს ადვოკატმა ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ოჯახი კითხვებზე პასუხების გაცემის მოლოდინშია. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ზებერის მკვლელობაში მხოლოდ ერთი დაკავებული პირი არ მონაწილეობს.
იხილეთ რეპორტაჟი: