fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

სახიფათო კლიმატური ფენომენი ახლოვდება – გაფრთხილება ატიკის მოსახლეობას

როგორც უკვე ცნობილია, ხვალ და ზეგ, 28 და 29 ოქტომბერს, ატიკის რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს პირეას განყოფილება სრულ მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნულთან დაკავშირებით.

პირეას მუნიციპალიტეტი მოსახლეობას მოუწოდებს:

  • დარწმუნდით, რომ გარეთ არ გიწყვიათ ნივთები, რომლებსაც ძლიერი ქარი ადვილად წაიღებს.
  • ძლიერი წვიმისა და ქარის მომენტში მოერიდეთ გადაადგილებას, მანქანითაც და ფეხითაც.
  • შეწყვიტეთ საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ღია სივრცესთან.
  • არ დატოვოთ ცხოველები გარეთ, რადგან მოსალოდნელია სეტყვაც, რასაც ფაატლური შედეგებიც კი შეიძლება მოჰყვეს.
  • თუ გადაუდებელი მიზეზით გადაადგილდებთ, მოერიდეთ დიდი ხეების და უშუალოდ აივნების ქვეშ სიარულს, ვინაიდან არსებობს ქოთნების და მსგავსი ნივთების ცვენის ალბათობა.

სინოპტოკოსები გვპირდებიან უხვ ნალექს, ძლიერი ქარსა და სეტყვასაც კი ატიკის რეგიონში. კლიმატური ფენომენი ორი დღის მანძილზე იქნება აქტიური.

 

onalem

ტესტ