fbpx
საბერძნეთი

800 ბერძენი პოლიციელის გადაყვანა ოფისებიდან & პოლიტიკოსების დაცვიდან ატიკის უბნებში

პოლიციის განახლების პროგრამა ითვალისწინებს რიგ მნიშვნელოვან ცვლილებებს. მოქალაქეების დაცვის და დანაშაულის პრევენციის მიზნით, 800 პოლიციელი იქნება დამატებული ატიკის ქუჩებში. მოქალაქეების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, იგეგმება კონკრეტული პროექტი საპოლიციო პატრულირების გაუმჯობესების მიზნით. პროექტი შეიცავს შემდეგ ზომებს: შენობების და სხვა სახის დაწესებულებების დაცვით დაკავებული პოლიციელების რაოდენობის შემცირება, “Γ.Α.Δ.Α.”-ს პოლიციისა და უშიშროების სამსახურის აპარატის თანამშრომლების შემცირებას,  ზოგადი მოვალეობების შესრულებით დაკავებული საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლების შემცირება, “Γ.Α.Δ.Α.”-ს სხვა თანამშრომლების შემცირაბა.

მოცემული პროექტის შედეგად, პოლიციელების ძალიან დიდი რაოდენობა იქნება გადანაწილებული ატიკის ქუჩებში პატრულირების მიზნით. ჯგუფი “ΔΙ.ΑΣ” თანამშრომლების შემცირება და სხვა დაწესებულებების თანამშრომლების შემცირება არ მოხდება, მათ შორის “Ο.Π.Κ.Ε.”-ს თანამშრომლების, რომლების მიზანიც არის დანაშაულის პრევენცია.

“Γ.Α.Δ.Α.”-ს ტერიტორიაზე იგეგმება სხვა სახის ცვლიებებიც მოქალაქეების ინტერესების დაცვის მიზნით.