fbpx
საბერძნეთი

ხანძარი ათენში, კესარიანის ტერიტორიაზე – ადგილზე მუშაობს სახანძრო სამსახურის სამი ბრიგადა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენში, კერძოდ, კესარიანის ტერიტორიაზე, ხანძარი გაჩნდა. კონკრეტულად საუბარია სკოპევტირიოს ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლი ამ დრომდე დაბალტანიან მცენარეებს უკიდიათ.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, დაუყოვნებლივ მიიღეს შესაბამისი ზომები და ცეცხლი კონტროლის არეში მოექცა, ცხადია, ხანძრის კერა არ იყო მასშტაბური, თუმცა, მათივე განმარტებით, აუცილებელია სიფრთხილე და მუდმივი მონიტორინგი, რომ ცეცხლი უფრო დიდ მასშტაბებზე არ გავრცელდეს.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სახანძრო ბრიგადები, სახლებს საფრთხე არ ემუქრებათ. უცნობია, ხანძარი გაჩნდა შემთხვევით, თუ საქმე გვაქვს განზრახულ ქმედებასთან.

onalem

ტესტ