fbpx
საბერძნეთი

ათენის ცენტრის “სკანირება” იწყება – საბერძნეთის პოლიცია უკანონო მიგრაციაზეც აძლიერებს კონტროლს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიცია ათენის ცენტრში კონტროლს აძლიერებს დამატებითი საშუალებებით. მობილიზებულია ასობით პოლიციელი და ამას გარდა, დრონები, რომ მაქსიმალურად ზუსტი სურათი ჰქონდეთ ქალაქში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

რა არის პოლიციის მიზანი ამ შემთხვევაში?!

სამართალდამცველთა ყურადღება მიმართული იქნება არალეგალურ მიგრაციაზე, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ტრეფიკინგზე. პოლიცია დრონების საშუალებით მაქსიმალურად იაქტიურებს ათენის ცენტრალურ უბნებში, ომონია კონტროლის ეპიცენტრი იქნება და ცხადია, ყველა სხვა უბანი, რომელიც ხასიათდება დანაშაულებრივი ფაქტების სიხშირით. დრონები ოფიცრებს ჰაერიდან მიაწვდიან ინფორმაციას იმაზე, რისი დანახვაც შორ მანძილზე მათთვის შეუძლებელია.

ოპერაცია “ცენტრის დასუფთავება” საკმაოდ ხანგრძლივი იქნება და საბერძნეთის პოლიციის ყურადღების ქვეშ მოექცევა უამრავი ადამიანი, მანქანა და ბიზნესი, შემოწმების კუთხით, ხოლო ოპერაციის შედეგებს მეთვალყურეობას საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრი, ტაკის თეოდორიკაკო გაუწევს.

onalem

ტესტ