fbpx
საბერძნეთი

“თუ ახლა კარგად ვართ, ეს არაფერს ნიშნავს, ოქტომბერში ვითარება დამძიმდება” – ნიკოს თომაიდის

პროფესორმა, ნიკოს თომაიდიმ, ტელეკომპანია ΣΚΑΙ-თან საუბრისას არც თუ ისე ოპტიმისტური მოსაზრებები გამოთქვა. მისი განმარტებით, ოქტომბერში კორონავირუსის კიდევ ერთი ტალღა გველის და ინფიცირებულთა ყოველდღიურმა რიცხვმა შესაძლოა 5.000-სს მიაღწიოს.

“ამ დროისთვის საფრთხის წინაშე არ ვდგავართ, მაგრამ შესაძლოა იმის წინასწარმეტყველება, რომ მოკლე ხანში ეპიდემია კიდევ უფრო გავრცელდება. ამ ეტაპისთვის გარკვეული რეგრესი ფიქსირიდება, მაგრამ ის, რომ ახლა კარგად ვართ, არაფერს ნიშნავს. ივნისის თვეშიც კარგი მდგომარეობა გვქონდა, მაგრამ შემდეგ მეოთხე ტალღა დაიწყო.

მომდევნო ტალღა საკუთარ თავს ოქტომბრის ბოლოს გამოავლენს და დღეში 5.000 შემთხვევასაც კი შეიძლება მივაღწიოთ.” 

მეორეს მხრივ, ნიკოს კაპრაველო აცხადებს, რომ საავადმყოფოებში ვითარება საკმაოდ რთულია.

“პაპანიკოლაუს საავადმყოფოში 29 ადამიანი შემოიყვანეს, ყველა უმძიმესი პნევმონიით. პარალელურად კი, გარდაიცვალა სამი პაციენტი, 60, 62 და 67 წლის, ისინი ყველანი აუცრელები იყვნენ. თუ არ აიცრებით და დაინფიცირდებით, დიდია შანსი, რომ რამდენიმე თქვენგანმა საკუთარი სიცოცხლე დაკარგოთ. ძალიან ტრაგიკულია, ვკარგავდეთ პაციენტებს, რომელთაც უბრალოდ არ სურდათ აცრა,” ამბობს პროფესორი.

onalem

ტესტ